აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 119 პაციენტი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება 

11:31, 28.11.2020

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის 683 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 668 გამოჯანმრთელდა, ხოლო რვა პაციენტი გარდაიცვალა.

მათივე ცნობით, ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა 6 526-ს აღწევს, მათ შორის 119 პაციენტი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

1016 პაციენტი აჭარაში კლინიკებში მკურნალობს, 1 998 პირი კი კოვიდსასტუმროში. თვითიზოლაციაში იმყოფება 14 670 მოქალაქე.

გარდაცვალების შემთხვევებიდან ოთხი ბათუმის სამედიცინო ცენტრში, სამი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ერთი კი კლინიკა „ბომონდში“ დაფიქსირდა. გარდაცვლილთა ასაკი 53-დან 83 წელია.

აჭარაში კორონავირუსისგან სულ 17 827 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი