აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 117 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია
აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 117 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია

აჭარაში დღეს ინფიცირების 483 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, პარალელურად გამოჯანმრთელდა 515 პაციენტი, მათგან კლინიკები 113-მა დატოვა, სულ კი რეგიონში „კოვიდ-19“ დაამარცხა 21 178 – მა პირმა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეისთვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა თოთქმის ექვსი ათასს აღწევს. 117 – ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათგან 44 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

დღეის მონაცემებით კლინიკებში მკურნალობს 1 025 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 1 749, ბინაზე კი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 3 183 პირი იმყოფება.