აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 100-ზე მეტი პაციენტი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია, მათგან 42 ხელოვნური მართვის აპარატზეა შეერთებული

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 453 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 430 პაციენტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთო ჯამში, რეგიონში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 6 ათასს აჭარბებს. კლინიკებში 942 პაციენტი მკურნალობს, კოვიდ სასტუმროებში – 1 923, ბინაზე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 3 245 ინფიცირებული.

სამინისტროს ცნობით, 100-ზე მეტი პაციენტი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია, მათგან 42 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

ამათან, 12 102 ადამიანი აჭარაში თვითიზოლაციაში იმყოფება. სულ რეგიონში კორონავირუსი დაამარცხა 21 608 ინფიცირებულმა.