აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 14 პაციენტი
აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 14 პაციენტი

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 14 პაციენტი.

ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შვიდმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა კლინიკა დატოვა.

აჭარის რეგიონში კრიტიკულად მძიმეა სამი პაციენტის მდგომარეობა. ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

რეგიონის კლინიკებში მკურნალობს 103 პაციენტი, კოვიდსასტუმროში -37, ონლაინკლინიკაში – 82.