აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 17 პაციენტი

12:01, 16.03.2021

აჭარის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 17 პაციენტი.

მონაცემებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კლინიკა ათმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.

აჭარის რეგიონში კრიტიკულად მძიმეა ორი ინფიცირებულის მდგომარეობა, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

რეგიონის კლინიკებში 94 პაციენტი მკურნალობს, კოვიდსასტუმროში – 25, ონლაინკლინიკაში – 69.

მსგავსი