აჭარაში კორონავირუსისგან შვიდი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან
აჭარაში კორონავირუსისგან შვიდი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან

აჭარაში ახალი კორონავირუსისგან შვიდი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ ამბობენ, რომ 37-დან შვიდს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილები აღარ აქვს, დაიწყო პროტოკოლით გათვალისწინებული ანალიზების ჩატარება და თუ პასუხები იქნება უარყოფითი, მათ კლინიკიდან გაწერენ.

„37 პაციენტი გვყავს. ორი დღეა, ახალი შემთხვევა არ დაგვმატებია. ველოდებით შვიდ პაციენტზე ანალიზების პასუხს. ორმაგი დადასტურების შემდეგ, ვიფიქრებთ მათ გაწერაზე. რაც შეეხება ზოგად მდგმარეობას, უცვლელია. ერთი პაციენტია მძიმე, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პაციენტების ნაწილს აღენიშნება პნევმონია და გრძელდება შესაბამისი მკურნალობა, ნაწილში დაავადება მიდის უსიმპტომოდ. რაც შეეხება მედიკოსებს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა „მედალფას“ მენეჯერმა, ლევან ანთაძემ.

ბათუმში კორონავირუსისგან ჯამში 15 პირი გამოჯანმრთელდა.