აჭარაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ დღეს ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვს გადააჭარბა

12:36, 17.11.2020

ბოლო 10 დღის განმავლობაში პირველად, დღეს აჭარაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვს გადააჭარბა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 532 პაციენტი და კორონავირუსი გამოუვლინდა 469 პირს.

რეგიონში ინფიცირების 6 336 აქტიური შემთხვევაა, კორონავირუსი დაამარცხა სულ 12 725-მა პაციენტმა.

აჭარაში გარდაიცვალა ცხრა ინფიცირებული, მათ შორის 12 წლის გოგონა.

მსგავსი