აჭარაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირების ახალ შემთხვევებს აჭარბებს
აჭარაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირების ახალ შემთხვევებს აჭარბებს

189 ინფიცირების ახალი შემთხვევა, 207 გამოჯანმრთელებული და ოთხი გარდაცვლილი, ასეთია აჭარაში დღევანდელი კოვიდსტატისტიკა. აჭარაში დღესაც ინფიცირებულთა რაოდენობის კლება დაფიქსირდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი ახალ შემთხვევებზე ისევ მეტია.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 2 200-ზე მეტი ინფიცირებულია რეგიონში. კოვიდკლინიკებში 550 ინფიცირებულია, მათგან 51 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. კლინიკებშო მოთავსებულ პაციენტთა შორის 16 ბავშვია და 26 ორსული. თავისუფალია 60-ზე მეტი ადგილი.

კოვიდსასტუმროებში მოთავსებული 770 პირიდან 70 არასრულწლოვანია. ბინაზე მკურნალობს  900-მდე ინფიცირებული.