აჭარაში კორონავირუსისგან 582 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გამოვლინდა ინფიცირების 313 ახალი შემთხვევა
აჭარაში კორონავირუსისგან 582 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გამოვლინდა ინფიცირების 313 ახალი შემთხვევა

აჭარაში დღეს კორონავირუსისგან 582 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა კი 313-მდე შემცირდა.

დღეისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა აჭარაში 6241-ს აღწევს. მათგან კლინიკაში იმყოფება 971 პაციენტი, კოვიდსასტუმროში რჩება 1977, ბინაზე კი 3293 ინფიცირებული მკურნალობს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მართვით სუნთქვაზე იმყოფება 49 პაციენტი.

რეგიონში კორონავირუსი დაამარცხა 19 046-მა პაციენტმა.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 3 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 937 ადამიანი.