აჭარაში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 21, გარდაიცვალა ორი პაციენტი

11:15, 07.02.2021

აჭარის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 21, გარდაიცვალა ორი პაციენტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღემდე გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 34 940-ს შეადგენს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობს 174 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში – 124, ონლაინ კლინიკაში – 160.

კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვიაზე იმყოფება 5 პაციენტი.

მსგავსი