აჭარაში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:56, 04.03.2021

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 22 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 35 658 -ს შეადგენს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა ხუთმა პაციენტმა.

ამასთან, უწყების ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახად, კლინიკაში მკურნალობს 119, კოვიდსასტუმროში – 33, ონლაინკლინიკაში კი, 74 პაციენტი.

მსგავსი