აჭარაში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ცხრა პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

11:08, 13.03.2021

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რვა შემთხვევა გამოვლინდა, ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა, განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 35 819-ს შეადგენს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა ორმა პაციენტმა. უწყების ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 92 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 29, ხოლო ონლაინკლინიკაში 78.

მსგავსი