აჭარაში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 95 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 98 შემთხვევა გამოვლინდა, 95 პაციენტი გამოჯანმრთელდა. დღემდე განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 37 201-ს შეადგენს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა 27-მა პაციენტმა. მათივე ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 343 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 267, ონლაინკლინიკაში კი 639.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 271 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 729 პაციენტი, 11 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.