აჭარაში კორონავირუსის 97 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 70 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

11:20, 16.04.2021

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 97 შემთხვევა გამოვლინდა, 70 პაციენტი გამოჯანმრთელდა. დღემდე განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 36 664-ს შეადგენს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კლინიკა დატოვა 20-მა პაციენტმა. მათივე ინფორმაციით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან რვის მდგომარეობა კრიტიკულია.

უწყების მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 344 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 165, ონლაინკლინიკაში 467.

ამასთან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით რეგიონში სულ აცრილია 2 404 პირი, მათ შორის „ფაიზერით“ 1 428, „ასტრაზენეკათი“ კი 976.

მსგავსი