აჭარაში კორონავირუსის 96 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 62 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
აჭარაში კორონავირუსის 96 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 62 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

აჭარაში კორონავირუსის 96 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 62 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 36 566-ს შეადგენს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა 19-მა პაციენტმა. მათივე ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან რვის მდგომარეობა კრიტიკულია.

სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 332 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 149, ონლაინკლინიკაში კი 370.

სულ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით რეგიონში აიცრა 2147 პირი, მათ შორის „ფაიზერით“ 1260, ხოლო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 887.