აჭარაში კორონავირუსის 88 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:08, 10.01.2021

აჭარის რეგიონში კორონავირუსის 88 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რეგიონში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 126 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 32 726-ა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კლინიკა დატოვა 21-მა პაციენტმა.

კლინიკაში მკურნალობას გადის 360 პაციენტი, კოვიდსასტუმროში იმყოფება 266 პირი.

საქართველოში სულ კორონავირუსის 1 143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 617 პაციენტი.

მსგავსი