აჭარაში კორონავირუსის 83 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 43 პაციენტი გამოჯანმრთელდა

11:28, 06.04.2021

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 83 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 43 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მათივე ცნობით, 26-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა.

აჭარის რეგიონში კრიტიკულად მძიმეა ერთი ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

რეგიონის კლინიკებში 227 პაციენტი მკურნალობს, კოვიდსასტუმროში -97, ონლაინკლინიკაში – 232.

მსგავსი