აჭარაში კორონავირუსის 81 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 237 პაციენტი

11:29, 27.12.2020

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 81 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  გამოჯანმრთელდა 237 პაციენტი.

ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელბს.

რეგიონის მასშტაბით დღემდე გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 30 407-ს შეადგენს. დღეს კლინიკა დატოვა 44-მა პაციენტმა.

კრიტიკულ მდგომარეობაში (მართვით სუნთქვიაზე) იმყოფება 30 პაციენტი. კლინიკაში მკურნალობს  512 ინფიცირებული, კოვიდ-სასტუმროში – 527, ონლაინ კლინიკაში – 1 565.

მსგავსი