აჭარაში კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 74 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

11:42, 24.04.2021

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 78 შემთხვევა გამოვლინდა, 74 პაციენტი გამოჯანმრთელდა. დღემდე განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 37 201-ს შეადგენს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა 22-მა პაციენტმა. მათივე ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 353 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 263, ონლაინკლინიკაში კი 663.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 250 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 463 პაციენტი, 15 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

მსგავსი