აჭარაში კორონავირუსის 77 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აჭარაში კორონავირუსის 77 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 77 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 136 პაციენტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 32-მა გამოჯანმრთელებულმა კლინიკა უკვე დატოვა.

რეგიონში ცხრა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

აჭარის კლინიკებში 448 პაციენტი მკურნალობს, კოვიდსასტუმროში – 305 ონლაინკლინიკაში – 716.