აჭარაში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აჭარაში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 68 შემთხვევა გამოვლინდა, 121 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი ინფიცირებული კი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა 26-მა პაციენტმა. მათივე ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან რვის მდგომარეობა კრიტიკულია.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, დღემდე განკურნებულთა საერთო რაოდენობა აჭარაში  37 475-ს შეადგენს. კლინიკაში მკურნალობს 370 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 278, ონლაინკლინიკაში კი 663.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 058 პაციენტი, 18 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.