აჭარაში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 85 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

12:18, 03.05.2021

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 68 შემთხვევა გამოვლინდა, 85 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. დღემდე განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 38 180-ს შეადგენს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა 12-მა პაციენტმა. მათივე ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან რვის მდგომარეობა კრიტიკულია.

ამასთან, სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 413 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 332, ონლაინკლინიკაში კი 696.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსით ორი პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მსგავსი