აჭარაში კორონავირუსის 67 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა
აჭარაში კორონავირუსის 67 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა

აჭარაში კორონავირუსის 67 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა. განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 36 270-ს შეადგენს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა 14-მა პაციენტმა. მათივე ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 244 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 103, ონლაინკლინიკაში კი 279.

ამასთან, აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ერთი პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი