აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 115 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია
აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 115 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 664 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 583 პაციენტი, გარდაიცვალა რვა ინფიცირებული.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვალების ოთხი შემთხვევა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ორი სამედიცინო ცენტრში, ერთი კლინიკა „მედინაში“, ერთი კი საერთაშორისო ჰოსპიტალში დაფიქსირდა. გარდაცვლილთა ასაკი 62-დან 84 წლამდეა.

რეგიონში 928 პირი კლინიკებში მკურნალობს, 1 133 კოვიდსასტუმროებში, სულ აჭარაში 6 181 ინფიცირებულია, მათგან 115 მართვით სუნთქვაზე, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.

რეგიონში „კოვიდ-19“ უკვე დაამარცხა 13 894-მა პირმა.