აჭარაში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 55 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

11:47, 11.04.2021

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 61 შემთხვევა გამოვლინდა, 55 პაციენტი გამოჯანმრთელდა, დღემდე განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 36 414-ს შეადგენს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა 24-მა პირმა. მათივე ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.

ამასთან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 289 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 106, ონლაინკლინიკაში კი 340.

მსგავსი