აჭარაში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 24 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

11:29, 07.04.2021

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 61 შემთხვევა გამოვლინდა, 24 პაციენტი გამოჯანმრთელდა, დღემდე განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 36 252-ს შეადგენს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა 14-მა პირმა. მათივე ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

ამასთან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 245 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 106, ონლაინკლინიკაში კი 251.

მსგავსი