აჭარაში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 48 პაციენტი გამოჯანმრთელდა

11:32, 19.04.2021

აჭარაში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 48 პაციენტი გამოჯანმრთელდა. განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 36 861-ს შეადგენს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კლინიკა დატოვა 14-მა პაციენტმა. მათივე ინფორმაციით, მკურნალობის ეტაპზე მყოფ პაციენტებიდან ექვსის მდგომარეობა კრიტიკულია.

უწყების მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 361 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 200, ონლაინკლინიკაში კი 526.

მათივე ცნობით, რეგიონში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ 2 755 პირი აიცრა, მათ შორის „ფაიზერით“ 1 680, „ასტრაზენეკათი“ 1975.

მსგავსი