აჭარაში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა
აჭარაში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 20 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 36 166-ს შეადგენს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა ექვსმა პაციენტმა. მათივე ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 217 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 85, ონლაინკლინიკაში კი – 201.