აჭარის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებული 111 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია
აჭარაში კორონავირუსის 476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 14 პაციენტი კი გარდაიცვალა.
რეგიონში მოქმედი 12 კოვიდკლინიკიდან გარდაცვალების შემთხვევები ექვსში დაფიქსირდა. პაციენტების ასაკი 57-დან 88 წელია.
აჭარაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 6 500-ს აღწევს. 111 პაციენტი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია, მათგან 105 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
რეგიონში 17 ათასამდე პირი თვითიზოლაციას ექვემდებარება.