აჭარაში კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 52 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
აჭარაში კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 52 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 46 შემთხვევა გამოვლინდა, 52 პაციენტი გამოჯანმრთელდა, დღემდე განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 36 466-ს შეადგენს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა 17-მა პირმა. მათივე ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან სამის მდგომარეობა კრიტიკულია.

ამასთან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 309 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 111, ონლაინკლინიკაში კი 353.

დატოვე კომენტარი