აჭარაში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 20 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 36 130-ს შეადგენს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა 12-მა პაციენტმა. მათივე ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან სამის მდგომარეობა მძიმეა, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 186 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 72, ონლაინკლინიკაში კი – 163.