აჭარაში კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აჭარაში კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და გამოჯანმრთელდა 301 კოვიდდადებითი პაციენტი. ჯამში რეგიონში გამოჯანმრთელებულია 5 684 პაციენტი.

კოვიდკლინიკებში მკურნალობს 637 პაციენტი, მათ შორის 24 არასრულწლოვანი და 30 ორსული. რეანიმაციაში მოთავსებულია 84 პაციენტი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი, 11. თავისუფალი საწოლების რაოდენობაა 56.

კოვიდსასტუმროებში 1 119 პირია, მათ შორის 78 არასრულწლოვანი.

აჭარაში ბინაზე 1 700-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.