აჭარაში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 11 პაციენტი
აჭარაში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 11 პაციენტი

აჭარის რეგიონში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

დღემდე გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 36 005 შეადგინა.

ამ დროისთვის კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება სამი პაციენტი.

კლინიკაში მკურნალობს 145 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში – 47, ხოლო ონლაინ კლინიკაში – 123.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 219 პაციენტი, რვა კი გარდაიცვალა.