აჭარაში კორონავირუსის 333 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 225, გარდაიცვალა შვიდი ინფიცირებული
აჭარაში კორონავირუსის 333 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 225, გარდაიცვალა შვიდი ინფიცირებული

აჭარაში კორონავირუსის 333 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 225, ხოლო გარდაიცვალა შვიდი ინფიცირებული.

გარდაცვალების ოთხი შემთხვევა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ერთი ბათუმის სამედიცინო ცენტრში, ორი კი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში დაფიქსირდა.

რეგიონში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 4 500-ს აღწევს. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 11 პაციენტი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

აჭარაში „კოვიდ-19“ სულ 7 300-მდე პირმა დაამარცხა.