აჭარაში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

10:38, 20.01.2021

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რეგიონში დღეს კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გამოჯანმრთელდა 67 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 33 834-მდე გაიზარდა. კლინიკა დატოვა 14-მა პაციენტმა. კრიტიკულ მდგომარეობაშია (მართვით სუნთქვიაზე) ორი პაციენტი.

რეგიონში კლინიკაში მკურნალობას გადის 253 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში იმყოფება 218 პირი, ხოლო ონლაინ კლინიკაში – 562.

მსგავსი