აჭარაში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 29 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
აჭარაში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 29 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 29 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 36 110-ს შეადგენს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა 16-მა პაციენტმა. მათივე ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 180 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 65, ონლაინკლინიკაში კი 149.