აჭარაში კორონავირუსის 328 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 284, გარდაიცვალა ორი
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 328 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 284 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო ორი გარდაიცვალა.
გარდაცვალების ორივე შემთხვევა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაფიქსირდა. ერთი 61 წლის, მეორე კი 75 წლის ქალი იყო.
გარდაცვლილთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ.
„რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 61 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა 12 ოქტომბერს. დიაგნოზი/ანამნეზი: „კოვიდ-19“, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის გაჩერება. თირკმლის ქრონიკული დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბერი, ინსულინდამოკიდებული
რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 75 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა 10 ოქტომბერს. დიაგნოზი/ანამნეზი: „კოვიდ-19“, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის ობსტრუქციული დაავდება, გულის ქრ. უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.