აჭარაში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აჭარაში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 60 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 35 278-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგიონში კლინიკა დატოვა 14-მა პაციენტმა, კრიტიკულად, მართვით სუნთქვიაზეა ოთხი პაციენტი.

აჭარაში მკურნალობას გადის – კლინიკაში 152 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში – 104, ონლაინ კლინიკაში – 101.