აჭარაში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შვიდი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

11:17, 17.02.2021

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შვიდი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ხოლო ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 35 285-ს შეადგენს.

უწყების ცნობით, კლინიკა დატოვა ხუთმა პაციენტმა. ამასთან, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან ოთხის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 167 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 102, ონლაინკლინიკაში კი 121.

მსგავსი