აჭარის რეგიონში კორონავირუსის 280 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 422 პაციენტი

11:48, 16.12.2020

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 280 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 422 პაციენტი.

აჭარაში ვირუსი სულ 26 744-მა ინფიცირებულმა დაამარცხა. დღეს კლინიკებიდან გაეწერა 83 პაციენტი.

დღეის მდგომარეობით, კლინიკებში მკურნალობს 785 პაციენტი, კოვიდ-სასტუმროებში – 1 126, ბინაზე კი 2 714.

47 პაციენტი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მსგავსი