აჭარაში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 11 პაციენტი
აჭარაში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 11 პაციენტი

აჭარის რეგიონში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

დღემდე გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 36 016 შეადგინა.

ამ დროისთვის კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება სამი პაციენტი.

კლინიკაში მკურნალობს 152 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში – 46, ხოლო ონლაინ კლინიკაში – 139.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 415 პაციენტი, ხუთი კი გარდაიცვალა.