აჭარაში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 61 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

12:23, 31.01.2021

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 61 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 34 693-ს შეადგენს.

უწყების ცნობით, კლინიკა დატოვა ათმა პაციენტმა. ამასთან, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან სამის მდგომარეობა კრიტიკულია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 196 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 103, ხოლო ონლაინკლინიკაში – 260.

მსგავსი