აჭარაში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

10:18, 26.01.2021

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღეს რეგიონში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამასთან, აჭარაში გამოჯანმრთელდა 72 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა რეგიონში 34 395-მდე გაიზარდა. კლინიკა დატოვა 15-მა პაციენტმა. კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება ერთი პაციენტი.

რეგიონის მასშტაბით, მკურნალობას გადის – კლინიკაში 219 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში – 118, ონლაინ კლინიკაში – 345.

მსგავსი