აჭარაში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აჭარაში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარის რეგიონში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოჯანმრთელდა ექვსი პაციენტი, დღემდე სულ გამოჯანმრთელებულია 35 866 პაციენტი.

ამასთან, კლინიკა დატოვა სამმა პაციენტმა, კრიტიკულ მდგომარეობაშია, მართვით სუნთქვაზე იმყოფება სამი პაციენტი.

კლინიკაში მკურნალობას გადის 100 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 26, ონლაინკლინიკაში – 71.