აჭარაში კორონავირუსის 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 497 პაციენტი
აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 219-მდე შემცირდა, გამოჯანმრთელდა 497 პაციენტი.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეისთვის რეგიონის კოვიდკლინიკებში იმყოფება – 855 პაციენტი, კოვიდ სასტუმროებში – 1 400, ბინაზე ონლაინ რეჟიმში კი მკურნალობს 3 078 ინფიცირებული.
კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე რჩება 49 პაციენტი.
დღეს კლინკებიდან გაეწერა 95 გამოჯანმრთელებული. საერთო ჯამში, „კოვიდ-19“ აჭარაში დაამარცხა 25 443-მა ინფიცირებულმა.