აჭარაში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 15 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

11:20, 11.03.2021

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 21 შემთხვევა გამოვლინდა, 15 პაციენტი გამოჯანმრთელდა, განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 35 784-ს შეადგენს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა ხუთმა პაციენტმა. უწყების ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან სამის მდგომარეობა კრიტიკულია.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 100 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 25, ხოლო ონლაინკლინიკაში 73.

მსგავსი