აჭარაში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:08, 18.03.2021

აჭარის რეგიონში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოჯანმრთელდა ათი პაციენტი, დღემდე სულ გამოჯანმრთელებულია 35 876 პაციენტი.

ამასთან, კლინიკა დატოვა სამმა პაციენტმა, კრიტიკულ მდგომარეობაშია, მართვით სუნთქვაზე იმყოფება სამი პაციენტი.

კლინიკაში მკურნალობას გადის 105 პაციენტი, კოვიდსასტუმროში –  27, ონლაინკლინიკაში – 76.

მსგავსი