აჭარაში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 33 პაციენტი

12:00, 27.02.2021

აჭარის რეგიონში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 33 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აჭარაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება ოთხი პაციენტი. ჯამში, კლინიკებში მკურნალობას გადის 120 პირი.

რაც შეეხება კოვიდსასტუმროს, იქ იმყოფება 51 პირი, ონლაინკლინიკაში კი, 133 პაციენტია მოთავსებული.

დღემდე, აჭარის რეგიონში გამოჯანმრთელებულია 35 575 პაციენტი.

მსგავსი