აჭარაში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 74 პაციენტი

10:59, 25.01.2021

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 74 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღემდე გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 34 323-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში კლინიკა დატოვა 14-მა პაციენტმა, კრიტიკულ მდგომარეობაში (მართვით სუნთქვიაზე) იმყოფება ორი პაციენტი.

ამასთან, კლინიკაში მკურნალობს 225 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში – 131, ხოლო ონლაინ კლინიკაში – 397.

მსგავსი