აჭარაში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 14 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

11:42, 01.03.2021

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  14 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 35 606-ს შეადგენს.

აჭარის ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან ოთხის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

მათივე მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 120 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 43, ონლაინკლინიკაში – 87.

მსგავსი